ეს არის მკურნალობის სრულიად უსაფრთხო და მეტად ეფექტური მეთოდი სინათლის ენერგიის გამოყენებით.გამოიყენება როგორც კომპლექსური მკურნალობის შემადგენელი, ასევე, დამოუკიდებელი მეთოდი ყელ-ყურ-ცხვირის ან ყბა-სახის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, როგორიცაა: ჰაიმორიტი, ფრონტიტი, ტონზილიტი, ოტიტი, ალერგიული რინიტი და ბევრი სხვა.
ასევე, ეფექტურია პოსტოპერაციული შეშუპებების დროს.
ფიზიოთერაპიის დროს ხდება სისხლის მიმოქცევის სტიმულაცია, უჯრედულ დონეზე ჟანგბადის მიწოდების, უჯდერებსა და ქსოვილებში სისხლის მიკროცირკულაციის გაუმჯობესება; ხსნის ანთებასა და შეშუპებას; აქვს ანთების საწინაღმდეგო ეფექტი, აჩქარებს უჯრედების რეგენერაციას.
მკუნალობა ინიშნება კურსის სახით, პროცედურა ხანმოკლე და უსაფრთხოა. არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა, შესაძლებელია დაინიშნოს ჩვილობის ასაკიდან. არ გააჩნია გვერდითი მოვლენები, არ იწვევს მიჩვევას.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით