სარეაბილიტაციო თერაპია სმენის დაზიანების ტექნოლოგიებით მართვის საკვანძო კომპონენტია. სმენის აპარატებისა და იმპლანტების მორგების შემდეგ ბავშვის სმენა-მეტყველებისა და ზოგადი განვითარება სწორად რომ წარიმართოს, ოჯახს სპეციფიკური მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ სმენა-მეტყველების ხარისხიანი სარეაბილიტაციო მომსახურება მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომით. მომსახურება 0-18 წლის ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
თერაპიას ახორციელებენ კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც უწყვეტი განათლების ციკლში არიან ჩართულები.
ოჯახსა და კლიენტზე ცენტრირებული ჩარევა, შემთხვევათა ინდივიდუალური მართვა და თერაპიის თანამედროვე, შედეგზე ორიენტირებული მიდგომები ჩვენი მომსახურების ძლიერი მხარეა.
გახსოვდეთ, რეაბილიტაცია დიაგნოზის დასმისთანავე იწყება!
ჩვენთან შესაძლებელია, სმენის აპარატების და კოხლეარული იმპლანტაციის შემდგომი თერაპიული რეაბილიტაციის მიღება, მათ შორის, კოხლეარული იმპლანტაციის შემდგომი თერაპიული რეაბილიტაციის სახელწმიფო პროგრამის ფარგლებში. მომსახურებაში ჩასართავად ან დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომერზე ან ელფოსტაზე.