ჩვენი საკონსულტაციო მომსახურებით სარგებლობა შეუძლია სმენის სირთულის მქონე ნებისმიერი ასაკის ადამიანს, ოჯახის წევრსა და პროფესიონალს.
საკონსულტაციო ჯგუფი მოიცავს: ექსპერტ-მშობელს, სოციალურ მუშაკს, სმენა-მეტყველების თერაპევტს, ბავშვთა აუდიოლოგსა და ფსიქოლოგს. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია უცხოელი ექსპერტებისა და სპეციალისტების ჩართვაც.
კონსულტაციის მიღება შესაძლებელია როგორც პირისპირ, ასევე დისტანციურად,რათა ჩვენს მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით გავუწიოთ მხარდაჭერა.
კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით.
გარდა ამისა, შესაძლებელია უფასო საკონსულტაციო მომსახურების მიღება ყოველ პარასკევს
შეავსეთ ქვემოთ მითითებული აპლიკაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით:
კონსულტაციის დაჯავშნა