სმენის სახლი უერთდება გლობალურ კამპანიას და მთელი მარტის განმავლობაში მომხმარებლებს უფასო კონსულტაციებს შესთავაზებს.
მოუსმინე სიფრთხილით, რათა გესმოდეს მთელი ცხოვრება! - ამ გზავნილით მიმართავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს 2022 წლის 3 მარტს, სმენის მსოფლიო დღეს.
სმენის მსოფლიო დღე ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანი სმენის დაზიანების პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ყურსა და სმენაზე ზრუნვის პოპულარიზაციაა. წელს ჯანმო წარადგენს უსაფრთხო მოსმენის შესახებ მსოფლიო სტანდარტს და ხაზს უსვამს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია გადამწყვეტი როლის შესრულება უსაფრთხო მოსმენის სტანდარტების მიმართ https://bit.ly/3vxHZjc
საქართველოში სმენის დღე 2015 წლიდან აღინიშნება და მისი დამკვიდრება ფონდ აურეს-ს უკავშირდება