სმენის ჯანმრთელობის გლობალური კოალიციის (CGHH) ადვოკატირების კომიტეტის რეკომენდაციით, სმენის სახლის დირექტორი და ფონდი აურეს-ის თავმჯდომარე ეკატერინე თორთლაძე, კოალიციის სმენის ჯანმრთელობის ადვოკატი იქნება საქართველოში.
კოალიციის მიზანია სმენის ჯანმრთელობის ხელშემწყობი ჯანდაცვის პოლიტიკის და ისეთი საზოგადოებების განვითარების მხარდაჭერა, რომელიც დაეხმარება სმენის სირთულის მქონე პირებისა და მათი ოჯახების, ასევე, პროფესიონალების გაძლიერებას. მათ შორის, აუდიოლოგების, ექიმების, მეტყველებისა და ენის თერაპევტების, პედაგოგების და სხვა.
სწორედ ამიტომ შეიმუშავა კოალიციამ სმენის ჯანმრთელობის დამცველთა კონცეფცია, რათა ეფექტურად შეძლოს პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ადვოკატირება ქვეყნის დონეზე, ხოლო გლობალურ დონეზე გაზარდოს ცნობიერება ყურისა და სმენის მოვლის მნიშვნელობის შესახებ.