ჩვენს შესახებ

სმენის სახლი პირველი პედიატრიული სმენის ცენტრია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს. აქ, ერთ სივრცეში, სმენის სირთულეების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს შეუძლიათ მიიღონ მაღალხარისხიანი დიაგნოსტიკური, აუდიოლოგიური და თერაპიული სარეაბილიტაციო მომსახურებები, შეარჩიონ მომხმარებლის საჭიროებებსა და ინდივიდუალურ უპირატესობებზე მორგებული თანამედროვე სასმენი აპარატები და სმენის სხვა დამხმარე ტექნოლოგიები.

სმენის სახლი ინოვაციური სასმენი ტექნოლოგიების უმსხვილესი მწარმოებელი შვეიცარიული ჰოლდინგის - “SONOVA“-წარმომადგენელია საქართველოში. სწორედ ამ ჰოლდინგის ერთ-ერთი ბრენდია „PHONAK”, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება და საუკეთსო ხარისხი გამოარჩევს.

სმენის სახლი ორი მიმართულებით მუშაობს: სმენის თერაპიული რეაბილიტაცია – სმენა-მეტყველებით თერაპია სასმენი აპარატების, კოხლეარული იმპლანტების ან/და სხვა იმპლანტირებადი მოწყობილობების მომხმარებელი ბავშვებისა და მოზრდილებისთვის. აქაც კონკრეტულ, საერთაშორისოდ აღიარებულ, კვლევასა და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მეთოდს AVT (Auditory-Verbal Therapy/სმენა-მეტყველების თერაპია) - ს ვირჩევთ. ჩვენი კონცეფცია საუკეთესო პრაქტიკებს ეყრდნობა. ადრეული ჩარევისას, ესაა ოჯახზე, ხოლო უფრო მოზრდილებში, კლიენტზე/პაციენტზე ცენტრირებული მიდგომა.

აუდიოლოგია და ოტორინოლარინგოლოგია – ბავშვთა ასაკისათვის რეკომენდებული აუდიოლოგიური კვლევები შესაბამისი აპარატურით, სასმენი აპარატების შერჩევა, მორგება და შემდგომი მომსახურება, ️სმენის კორექციის ეფექტურობის ფუნციონალური შეფასება სხვადასხვა სპეციალური ტესტის გამოყენებით, ფიზიოთერაპია, ლაზეროთერაპია.

ჩვენს შესახებ
სატრენინგო მომსახურება

სატრენინგო მომსახურება

აუდიომეტრია

აუდიომეტრია

კონსულტაცია

კონსულტაცია

აუდიტორულ-ვერბალური თერაპია

აუდიტორულ-ვერბალური თერაპია

სმენის აპარატის მორგება/რეგულირება

სმენის აპარატის მორგება/რეგულირება

ფიზიოთერაპია

ფიზიოთერაპია

მიტანის სერვისი

მიტანის სერვისი