წესები და პირობები

ეს დოკუმენტი არეგულირებს და მოიცავს მომხმარებელთა მიერ წინამდებარე ვებ-გვერდით სარგებლობისა და გამოყენების წესებს/პირობებს.  
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქვემოთ მოყვანილი პირობების მიღების შემთხვევაში ("აქცეპტზე" დაჭერით), იურიდიული ან ფიზიკური პირი ხდება „მომხმარებელი“. „აქცეპტზე“ დაჭერით (თანხმობის გამოცხადება) ან/და ანგარიშსწორების განხორციელება ხელშეკრულების დადების ტოლფასია ამ დოკუმენტში მითითებული პირობების შესაბამისად, ხოლო „შემსრულებელი“ და „დამკვეთი“ ერთობლივად წარმოადგენენ ხელშეკრულების „მხარეებს“. 
საიტზე დარეგისტრირება, როგორც კლიენტი ან მისი გამოყენება, ადასტურებს, იმას, რომ ეს ტექსტი წაკითხული აქვს პირს, გასაგებია და დაინტერესებული პირი თანახმაა დაიცვას წინამდებარე დოკუმენტში მითითებული პირობები. (შემდგომში წოდებული როგორც „პირობები"). 
ამ პირობების მიღებით, „დამკვეთი“ ადასტურებს, რომ ამ დოკუმენტით გათვალისწინებული  ყველა პირობა და წესი  მისაღებია და მომავალში „დამკვეთის“ მიერ არ იქნება წამოყენებული რაიმე პრეტენზია ან შეკითხვა ზემოაღნიშნულის თაობაზე.
დამკვეთი უფლებამოსილია პროდუქციის შეძენის, თხოვების ან/და მომსახურების მიღების თაობაზე შემსრულებელთან დადოს შესაბამისი ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ხელშეკრულება მოქმედებს წინამდებარე პირობებთან ერთად. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებას აქვს უპირატესი ძალა. 

1. ტერმინები და განმარტებები
დამკვეთი/მომხმარებელი– ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაინტერესებულია ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გაცნობით, გამოყენებით, კონსულტაციის მიღებით, წარმოდგენილი პროდუქციის შესყიდვით ან/და სხვა საკითხით, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე. 18 წლამდე ასაკის პირებს შეუძლიათ ისარგებლონ „მომსახურებით“,  მხოლოდ მშობელთა თანხმობით. ამ შემთხვევაში, მშობელი პასუხისმგებელია „დამკვეთის“  ნებისმიერ საქმიანობაზე.    
შემსრულებელი – იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს საიტზე განთავსებული ინფორმაციული მასალების სრულ მფლობელს, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიწოდებას, „პლატფორმის“ გამოყენებით.  
„შემსრულებლის“ საიტი (შემდგომში „საიტი ან/და ვებ-გვერდი“) – ურთიერთდაკავშირებული ვებ – გვერდების ერთობლიობა, გაერთიანებული ერთი დომენის სახელით ან IP-მისამართით, რომელიც წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებული კომპიუტერული პროგრამების ორგანიზებულ ერთობლიობას,  ფოტოებს, ვიდეო მასალებს, „შემსრულებლის“ საკუთრებაში არსებულ ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტებს, რომლებიც განთავსებულია შემდეგ მისამართზე: https://www.hearinghouse.com.ge 
საინფორმაციო მასალები– „საიტზე“ განთავსებული ნებისმიერი ვიდეო, აუდიო, გრაფიკული, ტექსტური და სხვა მასალები, რომელთა ხელმისაწვდომობის ორგანიზებას უზრუნველყოფს „შემსრულებელი“.  
მომსახურება–საინფორმაციულ-საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც „დამკვეთს“ მიეწოდება „საიტის“  გამოყენებით ან/და მის გარეშე.  სმენის სირთულეების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მაღალხარისხიანი დიაგნოსტიკური, აუდიოლოგიური და თერაპიული სარეაბილიტაციო მომსახურებები. 
განაცხადი –„დამკვეთის“  მიერ „შემსრულებლის“  ვებ-გვერდზე ან/და ვიზიტის დროს შევსებული კითხვარი ან/და ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს (სრული სახელი,   e-mail, საკონტაქტო ტელეფონი) და იძლევა „დამკვეთის“ შემდგომი იდენტიფიკაციის საშულებას. 
მომსახურების ღირებულება – განისაზღვრება „შემსრულებლის“ მიერ და წარმოადგენს მიღებული მომსახურების საზღაურს. აღნიშნული შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს შემსრულებლის გადაწყვეტილების საფუძველზე. შესაძლოა საიტზე განთავსებული ღირებულება იყოს განსხვავებული არსებული ღირებულებისგან. შესაბამისად, რეკომენდირებულია ღირებულების დაზუსტება შემსრულებელთან. 
აპარატი - ნასყიდობის საგანი - ვებ-გვერდზე განთავსებული გასაყიდი პროდუქცია, კერძოდ: თანამედროვე სასმენი აპარატები და სმენის სხვა დამხმარე ტექნოლოგიები.
დღე / თვე / წელი - განისაზღვრება საქართველოში არსებული კალენდარული დღის / თვის / წლის მიხედვით.   
მხოლობითი რიცხვის სიტყვები, ასევე მოიცავენ მრავლობით რიცხვს და პირიქით, კონტექსტის შესაბამისად. 

2. ძირითადი პირობები 
2.1. შემსრულებელი პირველი პედიატრიული სმენის ცენტრია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს. აქ, ერთ სივრცეში, სმენის სირთულეების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს შეუძლიათ მიიღონ მაღალხარისხიანი დიაგნოსტიკური, აუდიოლოგიური და თერაპიული სარეაბილიტაციო მომსახურებები, შეარჩიონ მომხმარებლის საჭიროებებსა და ინდივიდუალურ უპირატესობებზე მორგებული თანამედროვე სასმენი აპარატები და სმენის სხვა დამხმარე ტექნოლოგიები. მომსახურება მოიცავს ორ მიმართულებას: სმენის თერაპიული რეაბილიტაცია – სმენა-მეტყველებით თერაპია სასმენი აპარატების, კოხლეარული იმპლანტების ან/და სხვა იმპლანტირებადი მოწყობილობების მომხმარებელი ბავშვებისა და მოზრდილებისთვის. ასევე, 
აუდიოლოგია და ოტორინოლარინგოლოგია – ბავშვთა ასაკისათვის რეკომენდებული აუდიოლოგიური კვლევები შესაბამისი აპარატურით, სასმენი აპარატების შერჩევა, მორგება და შემდგომი მომსახურება, ️სმენის კორექციის ეფექტურობის ფუნციონალური შეფასება სხვადასხვა სპეციალური ტესტის გამოყენებით, ფიზიოთერაპია, ლაზეროთერაპია.
 2.2. მომსახურება ხორციელდება ორი გზით: ოფლაინ და ონლაინ რეჟიმში. შემსრულებელი უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე შეზღუდოს ოფლაინ ან ონლაინ რეჟიმის სამუშაო პროცესი, რის თაობაზეც არ არის ვალდებული წინასწარ აცნობოს მომხმარებელს. 
2.3. მომსახურების ჩამონათვალი:
ა)  დიაგნოსტიკა, აუდიოლოგიური და თეაპიული სარეაბილიტაციო მომსახურებები; 
ბ) სმენის აპარატების შეძენა
2.4. მომსახურების გაწევა ხორციელდება შემსრულებლის მომსახურების პირობების შესაბამისად, დამკვეთის მიერ კონსულტაციაზე ჩაწერის ან/და აპარატის შეკვეთის შემდგომ, ანგარიშსწორების საფუძველზე.  
2.6. მომსახურების გაწევის პირობები:
2.6.1. პირობები, ჩატარების ადგილმდებარეობა, განრიგი, საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების რაოდენობა და ხანგრძლივობა, განისაზღვრება ინდივიდუალურად - დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე. 
2.6.2. დამკვეთი უკავშირდება შემსრულებელს და ატყობინებს მისთვის საჭირო მომსახურების ან/და აპარატის შეძენის თაობაზე ინფორმაციას. შემდგომ შემსრულებელი მოთხოვნის მიხედვით ადგენს დამკვეთისთვის მისაწოდებელი მომსახურების გრაფიკს ან/და პროდუქციის მიწოდების ვადებს. რის თაობაზეც ატყობინებს/უთანხმებს დამკვეთს. 
2.7. მხარეები შეთანხმდნენ, რომ  არ მოაწერენ ხელს გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტს. „დამკვეთისგან“ გაწეული მომსახურების ხარისხისა და მოცულობის შესახებ დასაბუთებული პრეტენზიის მიუღებლობის შემთხვევაში, მომსახურების დასრულების დღიდან 1 (ერთი) კალენდარული დღის განმავლობაში, მომსახურება ითვლება სრულად და ჯეროვნად  შესრულებულად. 
2.8. შემსრულებელი არ განახორციელებს თითოეული „მომხმარებლის“ იდენტიფიცირებას და მის დადასტურებას. საიტის გამოყენებისას „დამკვეთი“ სრულად იღებს პასუხისმგებლობასა და რისკს, მესამე პირების მიერ აღნიშნული საიტის მისი სახელით გამოყენებასთან დაკავშირებით. 

3. ხელშეკრულების დადება
3.1. „დამკვეთის“ მიერ ხელშეკრულების დადება წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ხორციელდება შემდეგი მოქმედებების შესრულებით: 
3.1.1. „დამკვეთის“ საიტზე მომსახურების მიღების თაობაზე „განაცხადის“ რეგისტრაცია ან/და სატელეფონო ზარი დამკვეთთან კონსულტაციაზე ჩაწერის თაობაზე ან/და პროდუქციის შეძენის თაობაზე წარმოადგენს თანხმობას, რის შემდგომაც დამკვეთს უჩნდება ანგარიშსწორების ვალდებულება. 
3.1.2. გადახდის განხორციელებით „დამკვეთი“ ეთანხმება წინამდებარე დოკუმენტის პირობებს. 
3.2. ხელშეკრულება დადებულად ითვლება და იგი ძალაში შედის „დამკვეთის“  მიერ გაწეულ მომსახურებაზე ანგარიშსწორების მომენტიდან. გადახდა ხორციელდება 100% წინასწარი გადახდით. გადახდის თარიღი ითვლება „შემსრულებლის“  ანგარიშსწორების ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვის თარიღი, ან „შემსრულებლის“ სალაროში ანგარიშსწორების თარიღი. 
3.3. მომსახურების/პროდუქციის შემსრულებლისგან დამოუკიდებელი მიზეზებით მიუღებლობის შემთხვევაში, თანხის დაბრუნება არ ხორციელდება. 
3.4. შემსრულებლის გადაწყვეტილებით ხელშეკრულება შესაძლოა გაფორმდეს ნებისმიერ სხვა შემთხვევაში.

4. მომსახურების გაწევის პროცედურა და პირობები
4.1. „შემსრულებლის“  ვებ-გვერდზე მომსახურების შერჩევის შემდეგ, დამკვეთი ახორციელებს ანგარიშსწორებას, რის შემდგომაც დამკვეთს უაქტიურდება შესაბამისი მომსახურება/პროდუქციის მიღების მოთხოვნა. განაცხადის განთავსებისას, ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან/და ელ. ფოსტაზე დაკავშირებით. ამასთან, შემსრულებელი უფლებამოსილია ჩაწეროს ყველა სატელეფონო საუბარი „შემსრულებლის“ წარმომადგენელსა და „დამკვეთს“ შორის. „დამკვეთი“ თანახმაა სატელეფონო საუბრის ჩაწერაზე. „შემსრულებელი“  უფლებამოსილია შეინახოს ჩანაწერი და გამოიყენოს იგი წინამდებარე დოკუმენტთან დაკავშირებულ შემთხვევებში. 
4.2. მომსახურების/პროდუქციის ღირებულების გადახდით „დამკვეთი“ ანიჭებს უფლებამოსილებას „შემსრულებელს“, „დამკვეთის“ პირადი მონაცემების დამუშავებასა და შენახვაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  
4.3. „დამკვეთი“ ახორციელებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული მომსახურების ანგარიშსწორებას, „შემსრულებლის“ მიერ დადგენილი ოდენობის შესაბამისად. 
4.4. „შემსრულებლის“  მიერ გაწეული მომსახურების ანგარიშსწორება ხორციელდება შემდეგნაირად: 
i) ნაღდი ფულადი სახსრების შეტანით „შემსრულებლის“ სალაროში. ამ შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან გააფორმონ ფულადი სახსრების მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი.
ii) გადახდის ტერმინალების მეშვეობით ანგარიშსწორებით გზით; 
iii) „შემსრულებლის“  ანგარიშსწორების ანგარიშზე გადახდით;  
iv) სხვაგვარად, „შემსრულებელთან“ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.  
ანგარიშსწორების განხორციელებისას საბანკო ბარათის გამოყენებით, რეკომენდირებულია „დამკვეთის“ სახელზე გაცემული საბანკო ბარათის გამოყენება. ჩარიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების  შემთხვევაში, დაბრუნება ხორციელდება იმავე რეკვიზიტებზე, საიდანაც შესრულდა  ანგარიშსწორება. 
4.5. თანხის გადახდისა და წინამდებარე დოკუმენტის გაცნობით, „დამკვეთი“იძლევა თანხმობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, „შემსრულებლის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის  (შემდგომში დამუშავება) და/ან მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან პირადი მონაცემების  მიმართებაში ასეთი საშუალებების გამოყენების გარეშე, მათ შორის, შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, დაგროვება, შენახვა, დაზუსტება (განახლება, შეცვლა), მოპოვება, გამოყენება, გადაცემა (განაწილება, უზრუნველყო ფა, წვდომა), დეპერსონალიზაცია, პერსონალური მონაცემების დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, „შემსრულებლის“ მიერ პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, პირობებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების ჩათვლით, აგრეთვე სისხლის სამართლის გზით მოპოვებული ფულის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მარეგულირებელი კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, სხვა რეგულაციების ჩართვით. „დამკვეთის“ მიერ მოწოდებული პირადი მონაცემების გამოყენების ვადა- შეუზღუდავია. „დამკვეთი“ ასევე აძლევს უფლებამოსილებას, „შემსრულებლს“ მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის, მათ შორის პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასა და გამოყენებაზე, „შემსრულებლის“ მიერ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, „შემსრულებლის“ ან / და „შემსრულებლის“  პარტნიორის მომსახურებების შესახებ.  საფოსტო გზავნილების მიღებაზე თანხმობა განუსაზღვრელი ვადით გაიცემა. აღნიშნული ინფორმაციის მიღებაზე უარის შემთხვევაში „დამკვეთმა“ შესაბამისი შეტყობინება გაგზავნილ უნდა იქნას ვებ გვერდზე მითითებულ ელ. ფოსტაზე. 
4.6. „დამკვეთი“ თანახმობას აცხადებს, რომ მის მიერ წინამდებარე ხელშკერულების მე-5 მუხლის დარღვევის შემთხვევაში, „შემსრულებელი“ უფლებამოლისია შეუზღუდოს „დამკვეთს“ მომსახურებით/პროდუქციით სარგებლობა და არ დააბრუნოს მომსახურებისთვის მიღებული თანხა, ვინაიდან,  „დამკვეთის“ ქმედებები ჩაითვლება ხელშეკრულებაზე/პირობებზე ცალმხრივად უარის თქმად.    
4.7. „დამკვეთის“ მხრიდან დამატებით ანგარიშსწორებაზე უარის  თქმის შემთხვევაში, წინამდებარე პუნქტის შესამაბისად, „შემსრულებელი“ უფლებამოსილია უზრუნველყოს მომსახურების მიწოდება  გადახდილი თანხის პროპორციულად. 

5. მხარეთა უფლება- მოვალეობები.
5.1.  „შემსრულებელი“  იღებს ვალდებულებას: 
5.1.1. უზრუნველყოს მომსახურების მიწოდება წინამდებარე პირობების შესაბამისად. 
5.1.2. განახორციელოს „დამკვეთის“ მხარდაჭერა გაწეული მომსახურებების ფარგლებში, კერძოდ: დაადგინოს და შეუთანხმოს მომსახურების მიწოდების - კონსულტაციის მიღების დრო, აღნიშნული დროის ცვლილების თაობაზე წინასწარ აცნობოს დამკვეთს, ხოლო დამკვეთის მხრიდან კონსულტაციის შეთანხმებული დროის ცვლილების შემთხვევაში დანიშნოს ახალი დრო, მიაწოდოს პროდუქცია დამკვეთს მის მიერ მითითებულ მისამართზე, განახორციელოს პროდუქციის მოხმარების კონსულტაცია და განახორციელოს ყველა ქმედება, რომელიც შედის მის კომპეტენციაში, მოცემულია ვებ-გვერდზე ან/და დამკვეთის შესაბამის დოკუმენტაციაში. 
5.1.3. მომსახურების მიწოდების პირობების (ფასის, თარიღის, ადგილისა და სხვა ცვლილებების) შეცვლის შემთხვევაში, აცნობოს „დამკვეთს“ არსებული ცვლილებების დაწყებამდე, მინიმუმ 2 (ორი) კალენდარული დღით ადრე.  
5.1.4. შეინარჩუნოს „დამკვეთის“ ინფორმაციის კონფიდენციალობა, გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 
5.2. „შემსრულებელი“  უფლებამოსილია:
5.2.1.შეცვალოს მომსახურების მიწოდების ღირებულება, თარიღი და დრო, აგრეთვე მომსახურების მიწოდების სხვა პირობები, წინამდებარე  პირობების ჩათვლით.   „შემსრულებელი“ აცნობებს მომხმარებელს/დამკვეთს არსებული ცვლილებების შესახებ, „შემსრულებლის“ საიტზე ინფორმაციის განთავსების საშუალებით, ამასთანავე, „დამკვეთი“ ვალდებულია დამოუკიდებლად გაეცნოს მითითებულ ცვლილებებს. მომსახურების მიწოდების დროსა და თარიღში შეტანილი ცვლილებების  შესახებ, ასევე შესაძლებელია „დამკვეთს“ გაეგზავნოს შესაბამისი წერილობითი შეტყობინება საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტაზე ან ტელეფონზე შეტყობინებით,  მომსახურების მიწოდების დაწყებამდე, არა უგვიანეს 2 (ორი) დღით ადრე. სხვა პირობების ცვლილების შესახებ შეტყობინება, ასევე განთავსდება „შემსრულებლის“ საიტზე. 
5.2.2. განახორციელოს ფოტო და ვიდეო გადაღებები მომსახურების გაწევისას და გამოიყენოს ფოტო და ვიდეო გადაღების დროს მიღებული მასალები პირადი შეხედულებისამებრ. „შემსრულებელს“  ეკუთვნის ექსკლუზიური საავტორო უფლებები. ფოტო და ვიდეო გადაღებების დროს მიღებული მასალების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ „შემსრულებლის“  წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. „დამკვეთი“ „შემსრულებელს“ ანიჭებს უფლებამოსილებას, ფოტო და ვიდეო მასალების გადაღებასა  და  გამოაქვეყნებაზე.   
5.2.3. შეაჩეროს შეთანხმებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა მიზეზების გამო, რომლებიც ხელს უშლიან მომსახურების მიწოდებაში, ამგვარი მიზეზების აღმოფხვრის პერიოდის განმავლობაში. 
5.2.4. გადაამოწმოს (საკუთარი ან მესამე პირების მეშვეობით) „დამკვეთის“ მიერ მოწოდებული მონაცემები, ასევე, მონაცემთა საიმედოობა, ტელეფონის ნომრებისა და ელექტრონული ფოსტის მისამართების ფუნქციონირება. 
5.2.5. შეაჩეროს მხარეთა შეთანხმებით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა და/ან უარი თქვას წინამდებარე პირობებით ნაკისრი ვალდებულებების ცალმხრივად შესრულებაზე „დამკვეთისთვის“ ზარალის ანაზღაურების გარეშე, „დამკვეთის“ მიერ წინამდებარე პირობებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში.  
5.2.6. განახორციელოს მესამე მხარეების ჩართულობა, მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი შეხედულების გათვალისწინებით. 
5.2.7. განახორციელოს შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ცალმხრივად, „დამკვეთთან“ შეთანხმების გარეშე. 
5.3. დამკვეთი იღებს ვალდებულებას: 
5.3.1. მიაწოდოს „შემსრულებელს“ პირადი ზუსტი მონაცემები. 
5.3.2. გაეცნოს წინამდებარე პირობებსა და ყველა სხვა დოკუმენტს, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე ან/და დამკვეთის სამუშაო სივრცეში.  
5.3.3. შეასრულოს წინამდებარე პირობები.
5.3.4. განახორციელოს „შემსრულებლის“ მიერ გაწეული მომსახურების ანგარიშსწორება.  
5.3.5. არ გადასცეს მესამე პირებს, „დამკვეთის“ მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის და არა მხოლოდ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რაიმე სახის პირადი პაროლი და / ან პირადი წვდომის კოდები, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა არ მოხდეს მესამე პირებისთვის აღნიშნულის გადაცემა. 
5.3.6. დაიცვას საავტორო უფლებების შესახებ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ნორმები და არ მოიპაროს კონტენტი, ასევე არ განათავსოს იგი ვებ-გვერდებზე.
5.3.7. გაეცნოს თარიღს, დროს, ღირებულებას, მომსახურების მიწოდების პირობებს გადახდის მომენტამდე. 
5.3.8. მიიღოს დამკვეთის მიერ დადგენილი კონსულტაციები და ჩაერთოს თითოეულ დღეს, აგრეთვე შეასრულოს და წარუდგინოს „შემსრულებელს“ დავალება (სახლში შესასრულებელი სამუშაო) შემოწმების მიზნით მომსახურების გაწევის მომდევნო დღის დაწყებამდე, თუ მომსახურება მოიცავს აღნიშნული დავალების აუცილებლობის შესრულებას. 
5.3.9. დაუყოვნებლივ აცნობოს „შემსრულებელს“ პირადი საკონტაქტო მონაცემების ცვლილებების შესახებ წერილობითი ფორმით, e-mail-ის საშუალებით. 
5.3.10. წერილობითი ფორმით გაუგზავნოს „შემსრულებელის“ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გადახდის ქვითარი, ასევე წინასწარ აცნობოს მომსახურების გაუქმების შესახებ, მომსახურების დაწყებამდე,  მინიმუმ 5 დღით ადრე. აღნიშნული წერილობითი განცხადების არარსებობის შემთხვევაში, „შემსრულებელი“ არ განახორცილებს ფულადი სახსრების დაბრუნებას. 
5.3.11. დაიცვას მომსახურების მიღებისას  წესრიგი და დისციპლინა. წინამდებარე პუნქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, „შემსრულებელი“ იტოვებს უფლებას შეუზღუდოს „დამკვეთს“ მომსახურების მიღება ან მოითხოვოს  „დამკვეთის“, მომსახურების გაწევის ადგილის დატოვება. 
5.3.12. „დამკვეთი“ თანახმაა, რომ მის მიერ წინამდებარე შეთანხმების მე -5 მუხლის დარღვევის შემთხვევაში, „შემრულებელი“ უფლებამოსილია შეუზღუდოს „დამკვეთს“ მომსახურების მიღება, არ გაუწიოს მომსახურება და არ დააბრუნოს მომსახურებისთვის გადახდილი ფულადი სახსრები და ა.შ.  
5.3.13. „დამკვეთმა“ არ უნდა დაარღვიოს ან სხვაგვარად ჩაერიოს საიტის ნებისმიერი სხვა „დამკვეთის“ მიერ მომსახურების გამოყენებაში. „შემსრულებლის“ მომსახურებებზე წვდომით, რაც აძლევს „დამკვეთს“ სხვა „დამკვეთებთან“ დაკავშირების საშუალებას, „დამკვეთი“ თანახმაა დაიცვას ქცევის შემდეგი სტანდარტები:   
- ხელი არ შეუშალოს და არ გაართულოს სხვა პიროვნების მიერ საიტის გამოყენების პროცესი; 
- არ ატვირთოს, განათავსოს,  გააგზავნოს ელექტრონული ფოსტით ან სხვაგვარად არ გადასცეს/გაავრცელოს ნებისმიერი კონტენტი, რომელიც შეიცავს უკანონო, მავნე, მუქარის, შეურაცხყოფის, შევიწროების, ბულინგის, ცილისმწამებლურ, ვულგარულ, უცენზურო, სიძულვილით აღსავსე ან რასობრივ, ეთნიკურ ან სხვაგვარ სადავო  ხასიათისა და შინაარსის ინფორმაციასა და ტექსტებს.  
- არ განათავსოს ყალბი, არაზუსტი, შეცდომაში შემყვანი, ცილისმწამებლური შინაარსის კონტენტი (პერსონალური მონაცემების ჩათვლით);  
- არ გამოაქვეყნოს სიძულვილის, რასობრივი ან ეთნიკურად შეუსაბამო კონტენტი; 
- არ გამოაქვეყნოს კონტენტი, რომელიც არღვევს სხვა კომპანიის საავტორო უფლებებს, სავაჭრო ნიშნებს ან კომერციულ საიდუმლოებებს; 
- არ გაუწიოს რეკლამირება ან გაყიდოს ნებისმიერი მომსახურება ნებისმიერი კომერციული მიზნებისათვის, „შემსრულებლის“  საიტის საშუალებით, რომელიც არ უკავშირდება საიტის მიერ შემოთავაზებულ მომსახურებებს;  
- არ მიიღოს არანაირი ზომები, რამაც შეიძლება შეაფერხოს უკუკავშირის ან რეიტინგების სისტემა, ხელმისაწვდომობის შემთხვევაში  (მაგალითად, საიტის უკუკავშირის ინფორმაციის ჩვენება, გამოყენება მიზნებისთვის, რომლებიც არ არის დაკავშირებული საიტთან); 
- არ დაემუქროს ან განზრახ არ მიაყენოს სხვა პიროვნებას რაიმე ზიანი, მის მიერ საიტის გამოყენებისას ან/და მომსახურების/პროდუქციის მიღების დროს; 
- არ წარმოადგინოს თავი,  სხვა პიროვნების სახელით;
- არ შეუწყოს ხელი, არ გამოკითხოს ან არ მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ საფეხურებრივ მარკეტინგულ ან პირამიდულ სქემებში.  
- არ მოახდინოს ადაპტირება, შეცვლა, ლიცენზირება და/ან სუბლიცენზირება, არ გადააქციოს საიტი პირადი ან კომერციული გამოყენების მიზნებისთვის;  
- არ შეიტანოს  ვირუსები და / ან საზიანო კოდი საიტზე;  
- საიტის საშუალებით არ მიიღოს არასანქცირებული წვდომა ნებისმიერ კომპიუტერულ სისტემაზე; 
-  არ გადასცეს თავისი ინფორმაცია კონსულტაციების ან/და სხვა ინფორმაციის თაობაზე, რომელიც გამომდინარეობს წინამდებარე დოკუმენტიდან (უკუკავშირის/მიმოხილვების ჩათვლით) და  მონაცემები  მეორე მხარეს, „შემსრულებლის“ თანხმობის გარეშე;  
- არ მოიღოს ან სხვაგვარად არ შეაგროვოს სხვა „დამკვეთების“ შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართები, მათი თანხმობის გარეშე;    
- არ დაარღვიოს ნებისმიერი კანონები ან რეგულაციები; 
- არ წაახალისოს მოქმედება, რომელიც წარმოადგენს დანაშაულს. 
5.4. „დამკვეთი“ უფლებამოსილია : 
5.4.1. მიიღოს მომსახურება წინამდებარე პირობების შესაბამისად. 
5.4.2. ერთხელ გადაიტანოს მომსახურების მიღების დრო და თარიღი, რომელიც სრულად გადახდილია სხვა უახლოეს თარიღზე, იდენტური მომსახურების მისაღებად, რის შესახებ აცნობოს „შემსრულებელს“ მომსახურების მიწოდების დაწყების თარიღამდე, არა უგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღით  ადრე. ამავდროულად, გადადებული მომსახურების ღირებულების ზრდის შემთხვევაში, „დამკვეთი“ იღებს ვალდებულებას, მონაწილეობის გადაცემის დროს, განახორციელოს  შესაბამისი დამატებითი ანგარიშსწორება.  
5.4.3. „დამკვეთი“ არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს ფულადი თანხის დაბრუნება, „შემსრულებლის“ მხრიდან გამოუყენებელი მომსახურებისთვის, როდესაც „დამკვეთი“ არ ასრულებს დამკვეთის რეკომენდაციებს, არ დადის საკონსულტაციო შეხვედრებზე, არ იყენებს აპარატს დანიშნულებისამებრ და ა.შ. 

6. მხარეთა პასუხისმგებლობა
6.1. წინამდებარე პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, პირობების გათვალისწინებით, მხარეები პასუხს აგებენ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 
6.2. „შემსრულებელი“ არ არის პასუხისმგებელი მომსახურების არასათანადო შესრულებაზე, იმ შემთხვევაში თუ არასათანადო შესრულება იყო შედეგი, „დამკვეთის“ მიერ არასაკმარისი ან დაგვიანებით/არასწორად მიწოდებული ინფორმაციის მიზეზით, აგრეთვე, „დამკვეთის“ მხრიდან წინამდებარე პირობების  დარღვევიდან გამომდინარე.  
6.3. „შემსრულებელი“ არ აგებს პასუხს მიწოდებულ მომსახურებისა და „დამკვეთის“ მოლოდინების შეუსაბამობაზე და/ან მის სუბიექტურ შეფასებაზე. მოლოდინის ამგვარი შეუსაბამობა და / ან უარყოფითი სუბიექტური შეფასება, არ წარმოადგენს გაწეული მომსახურების ცუდად განხილვის საფუძველს. 
6.4. „შემსრულებელი“ არ არის პასუხისმგებელი გასაწევი მომსახურების შეუსრულებლობაზე, რაც გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით: კარანტინის, ეპიდემიის, ავადმყოფობის, გამგზავრებისა და სხვა მიზეზების ჩათვლით. „დამკვეთის“  მიზეზით გამოწვეული   მომსახურების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიერ წინასწარი ანგარიშსწორებით გადახდილი ფულადი თანხა,  დაბრუნდებას არ ექვემდებარება. 
 6.5. „შემსრულებელი“ არ არის პასუხისმგებელი „დამკვეთის“ ან მის წარმომადგენელთა მიერ საქმიანობში მიყენებული ზიანისათვის, წინამდებარე პირობებით ნაკისრი ვალდებულებების არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, რაც ასევე მოიცავს, „შემსრულებლის“ თანამშრომლების მოთხოვნების უგულებელვყოფას დამკვეთის მიერ. 
6.6. „შემსრულებლის“ მიერ გაწეული მომსახურების ანგარიშსწორებით, „დამკვეთი“ გამოხატავს თანხმობა წინამდებარე პირობებზე, და მასზედ, რომ მას არ გააჩნია უფლებამოსილება მოითხოვოს „შემსრულებლისგან“ „დამკვეთისთვის“ მიყენებული მორალური, მატერიალური ზიანის ანაზღაურება, ან ზიანის, რომელიც მიყენებული იყო წინამდებარე პირობების მოქმედების განმავლობაში, ასევე, მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ,  გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.  
6.7. იმ შემთხვევებში, როდესაც „დამკვეთმა“, „შემსრულებლისგან“ დამოუკიდებელი მიზეზების გამო, არ ისარგებლა მომსახურებით და დროზე არ შეატყობინა „შემსრულებელს“  მისი სურვილის შესახებ, უარი მომსახურების გაწევის თაობაზე, ან შეატყობინა მომსახურების გაწევის დამთავრებისთანავე (შემდგომ), მომსახურება ითვლება ჯეროვნად შესრულებულად და შესაბამისად, „შემსრულებლისთვის“ გადახდილი თანხა, დაბრუნებას არ ექვემდებარება.   
6.8. „დამკვეთი“ სრულად აგებს პასუხს „შემსრულებლი“ ან/და მესამე პირების, რომლებიც ასევე მონაწილეობენ მომსახურების გაწევაში, საკუთრებაში არსებული აღჭურვილობისა და ქონების დაზიანებისათვის. 
6.9. „შემსრულებლის“ პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება „დამკვეთის“ მიერ გადახდილი  თანხით, წინამდებარე პირობების შესაბამისად. 
6.10. წინამდებარე პირობების თანახმად, დაუშვებელია ნებისმიერი მასალის ან ინფორმაციის გამოყენება, გავრცელება, კოპირება და/ან მოპოვება (ტექსტების, ფოტოების, ვიდეომასალების და ა.შ. ჩათვლით), რომელიც განთავსებული „შემსრულებლის“ საიტზე. საიტზე განთავსებული მასალები დაცულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 
6.11.“შემსრულებელი“ არ არის პასუხისმგებელი „დამკვეთის“ მიერ დატოვებული ელ.ფოსტის სისწორეზე.  
6.12. „შემსრულებელი“ არ არის პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს „დამკვეთი“ მომსახურების გაწევის შედეგად მიღებულ ინფორმაციას. 

7. ინტელექტუალური საქმიანობის შედეგები
 7.1. „შემსრულებლის“ მიერ „დამკვეთისთვის“ მიწოდებული ყველა საინფორმაციო და სხვა სახის მასალა, აგრეთვე, „შემსრულებლის“  მიერ მომსახურების გაწევისას გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა, წარმოადგენს „შემსრულებლის“ ინტელექტუალურ საკუთრებას. 
7.2. ფოტო გადაღებების, აუდიო და/ან ვიდეოჩანაწერის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ „შემსრულებლის“ ნებართვით. ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების გამოყენება „შემსრულებლის“ წერილობითი თანხმობის გარეშე, წარმოადგენს „შემსრულებლის“ საავტორო უფლების დარღვევას, რაც იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.     
7.3. აგრეთვე, „დამკვეთი“ არ არის უფლებამოსილი გააკეთოს აუდიო და ვიდეო ჩანაწერები „შემსრულებლის“ მიერ მომსახურების მიწოდების დროს, არც ტრანსლირება ინტერნეტით, მთლიანად ან ნაწილობრივ, აგრეთვე მომსახურების სრულად ან ნაწილობრივ ჩაწერა რაიმე ფორმით ან/და რაიმე მატერიალური საშუალებით. ამასთან, გამოიყენოს მითითებული მომსახურების კონტენტი „შემსრულებლის“ წერილობითი თანხმობის გარეშე. აღნიშნული ჩაითვლება „შემსრულებლის“ საავტორო უფლების დარღვევად, რაც გამოიწვევს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 

8. დავების გადაწყვეტა
8.1. მომსახურების ან/და წინამდებარე პირობების არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, რაც უარყოფით შედეგებს გამოიწვევს მეორე მხარისთვის, დავის გადაწყვეტა და პასუხისმგებლობა, განხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  
8.2. ყველა დავა და უთანხმოება წყდება მხარეებს შორის მოლაპარაკებების გზით. იმ შემთხვევაში, თუ დავები და უთანხმოებები ვერ მოგვარდება მოლაპარაკებების გზით, ისინი განსახილველად წარედგინება კომპეტენტურ სასამართლოს „შემსრულებლის“ ადგილმდებარეობის  მიხედვით. 

9. მოქმედების ვადა, გახანგრძლივება, შესწორება, შეწყვეტა
9.1. „შემსრულებელი“ იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეცვალოს პირობები. „შემსრულებლის“ მიერ, ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ცვლილებები   ძალაში შედის „შემსრულებლის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. 
9.2.  „დამკვეთი“  თანახმაა და აღიარებს, რომ შეტანილი ცვლილებები გულისხმობს, აღნიშნული ცვლილებების შეტანას „დამკვეთსა“ და „შემსრულებლს“ შორის დადებულ და მოქმედ ყველა და ნებისმიერ ხელშეკრულებაში, შესაბამისად,  ხელშეკრულებაში/პირობებში აღნიშნული ცვლილებები, ძალაში შედის საიტზე გამოქვეყნებისთანავე.     
9.3. „დამკვეთი“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად უარი თქვას „შემსრულებლის“ მომსახურებაზე. ამ შემთხვევაში, „დამკვეთი“ ვალდებულია აცნობოს „შემსრულებელს“შეწყვეტის თარიღამდე, 10 (ათი) დღით ადრე. აღნიშნულ თარიღამდე „შემსრულებლის“ ანგარიშზე გადარიცხული თანხა, დაბრუნებას არ ექვემდებარება.   

10. კონფიდენციალურობა 
10.1 მხარეები  იღებენ ვალდებულებას, ურთიერთშეთანხმების გარეშე, არ გადასცენ მესამე პირებს ან გამოიყენონ  პირობებით გაუთვალისწინებული სხვა მეთოდები, ორგანიზაციული, ტექნოლოგიური, კომერციული, ფინანსური და სხვა ინფორმაცია, რომელიც რომელიმე მხარისათვის წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას, იმ პირობით, რომ:
-  ინფორმაცია წარმოადგენს რეალურ ან პოტენციურ კომერციულ ღირებულებას, რადგან მესამე მხარისთვის არ არის ცნობილი; 
- არ არსებობს ასეთ ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის, იურიდიული საფუძველი; 
- ასეთი ინფორმაციის მფლობელი იღებს შესაბამის ზომებს მისი კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად. 
10.2 კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ვადა დგინდება მხარეების მიერ, წინამდებარე პირობების ვადის ამოწურვიდან მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში. 

11. ფორს-მაჟორი 
11.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან  ნაკისრი ვალდებულებების ნაწილობრივ ან სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამოწვეული იმ შემთხვევების დადგომითა და მოქმედებით, რომლებიც მხარეთა კონტროლს არ ექვემდებარება და რომელთა გათვალისწინება ან პრევენცია მხარეებს არ შეეძლოთ.   მოცემული გარემოებები მოიცავს: ხანძარს, წყალდიდობას, მიწისძვრას, სხვა ბუნებრივ კატასტროფებსა და სტიქიებს, ამინდის პირობებს, ომს ან სამხედრო მოქმედებს, აჯანყებას, გაფიცვას, პანდემიას, ეპიდემიას, აფეთქებებს, ტერორისტულ აქტებს, ცვლილებებს საქართველოს საკანონმდებლო აქტებში და სხვა ნორმატიულ სამართლებრივ აქტებში, საქართველოსა და საერთაშორისო სახელმწიფო ორგანოების მიერ აკრძალვებს, საქართველოდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან შემოსვლისა და გასვლის შეზღუდვას და ა.შ. (ფორს-მაჟორს), მაგრამ ჩამონათვალი არ შემოიფარგლება მხოლოდ ზემოაღნიშნულით.  
11.2. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების პერიოდი იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ვითარება გამოცხადდება ფორს-მაჟორად და მთავრდება ან დამთავრდებოდა, იმ შემთხვევში, თუ მხარემ მიიღო ფორს-მაჟორთან გასამკლავებლად ყველა შესაძლო ზომა. ამ შემთხვევაში, წინამდებარე პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა, გადაიდება იმ დროის პროპორციულად, რომლის დროსაც მოქმედებდა აღნიშნული გარემოებები. თუ ფორს-მაჟორული გარემოებები ექვს თვეზე მეტხანს გაგრძელდა, თითოეული მხარე  უფლებამოსილია  უარი თქვას ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე.   
11.3. ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის, მათი ხანგრძლივობისა და შედეგების საფუძვლად შეიძლება გახდეს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების ან / და უფლებამოსილი სახელმწიფო მოხელის ოფიციალური განცხადებები. 
11.4. ფორს-მაჟორული გარემოებების პერიოდში გამოწვეული შედეგებიდან გამომდინარე, მხარეების მიერ წინამდებარე პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეჩერებულია, სანქციები მათ  შეუსრულებლობაზე ან არასათანადოდ შესრულებაზე, არ გამოიყენება. 

12. მომსახურების მიწოდების გაუქმება, ჩანაცვლება ან გადადება 
12.1. „შემსრულებლის“ მიერ მომსახურების გაუქმების, მომსახურების ჩანაცვლების მათ შორის მისაღები პროდუქციის, გადაცემის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი, აცნობებს „დამკვეთს“ მომსახურების გაუქმების, ჩანაცვლების, გადადების შესახებ შესაბამისი შეტყობინების გაგზავნით დამკვეთის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან / და ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ამასთან, ინფორმაციის ამგვარი შეტყობინება და განთავსება არ წარმოადგენს „შემსრულებლის“ პასუხისმგებლობას. „დამკვეთი“ ვალდებულია დამოუკიდებლად  ადევნოს თვალყური შეტყობინებებს მომსახურების გაწევის შეცვლის / გაუქმების შესახებ. 
12.2. თუ მომსახურების გაუქმების ან /და გადავადების გარემოებები გამოწვეული იყო მხარეებისგან  დამოუკიდებლად, მაშინ „დამკვეთისგან“ მიღებული ფულადი თანხები ინახება „შემსრულებლის“ ანგარიშზე მომსახურების მიწოდების ახალი თარიღის დადგენამდე, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. მომსახურების საბოლოოდ გაუქმების შემთხვევაში - „დამკვეთის“ გადახდილი თანხა შენარჩუნდება „შემსრულებლის“ ანგარიშზე სხვა, ანალოგიური მომსახურების მიღების მიზნით.  „დამკვეთი“ ირჩევს „შემსრულებლის“ მიერ შემოთავაზებულ მომსახურებს შორის.  არჩეული მომსახურების კატეგორიის ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს „დამკვეთის“ მიერ უკვე გადახდილ თანხას. ამრიგად, გადაცემული მომსახურების ღირებულების გაზრდის შემთხვევაში, „დამკვეთი“ იღებს ვალდებულებას, განახორციელოს შესაბამისი დამატებითი ანგარისშწორება აღნიშნული მომსახურების მიწოდების დაწყებამდე, არა უგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღით ადრე. არჩეული კატეგორიის დაბალი ღირებულების  შემთხვევაში, სხვაობა დაბრუნებას ექვემდებარება. 

13. სხვა პირობები
13.1 „დამკვეთი“ ნებაყოფლობით დებს ხელშეკრულებას/ეთანხმება აღნიშნულ პირობებს, ამასთანავე „დამკვეთი“  ადასტურებს, რომ: 
13.1.1. გაეცნო პირობებს. 
13.1.2. სწორად ესმის დოკუმენტში მოცემული ყველა პირობა. 
13.1.3. მას კარგად ესმის თავისი მოქმედებების მნიშვნელობა და შედეგები ხელშეკრულების დადებასა და შესრულებასთან დაკავშირებით. 
13.1.4. „დამკვეთს“ გააჩნია ყველა უფლება და უფლებამოსილება, რომელიც აუცილებელია ხელშეკრულების დადებისა და შესრულებისათვის. 
13.2. იმ შემთხვევაში, თუ დოკუემენტის რომელიმე პირობა ბათილად ან უკანონოდ იქნა ცნობილი,  ან  ვერ შევა ძალაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხდება ხელშეკრულებიდან ასეთი პირობის ამოღება და ახალი დებულებით შეცვლა, რომელიც მაქსიმალურად აკმაყოფილებს ხელშეკრულებაში/პირობებში მოცემულ თავდაპირველ მიზნებს, ამასთან, პირობების დანარჩენი დებულებები ცვლილებას არ ექვემდებარება და რჩება ძალაში. 
13.7. სხვა დანარჩენში, რაც აღნიშნული პირობებით არ არის გათვალისწინებული, მხარეები იხელმძღვანელებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. „დამკვეთი“ ადასტურებს, რომ ყველა პირობა მისთვის გასაგებია  და იგი მათ უპირობოდ და სრულად იღებს.