თანამშრომლობა სასწავლო დაწესებულებებთან
ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ხელს ვუწყობთ მომავალი სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას რეალურ პრაქტიკულ გარემოში.
თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტიდან ჩვენთან პრაქტიკას გადიან ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტები, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სოციალური მუშაობის სტუდენტები.სტუდენტებს ვთავაზობთ პრაქტიკაზე დაფუძნებულ გამოცდილებას, სუპერვიზიასა და გუნდურ მუშაობაში ჩართვას, რაც ხელს უწყობს თეორიული ცოდნის რეალურ პროფესიულ კონტექსტში გადატანას.